24 აპრილი 2024,   08:33
ვრცლად
საკუთარ შვილებზე მოძალადე მამას ბავშვებთან მიახლოება აეკრძალა

შვილებზე მოძალადე მამას საკუთარ ბავშვებთან მიახლოება აეკრძალა. პოლიციამ უკიდურესი გადაწყვეტილება არასრულწლოვნების მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მიიღო. 11, 8, 2 წლის ბავშვები, მინდობით აღზრდაში ღამის 12:00 საათზე სოციალურმა მუშაკმა გადაიყვანა.  მაია ტყაბლაძე, რომელიც ახლა ბავშვებს ზრდის, ამბობს, მინდობით აღზრდაში სხვა არასრულწლოვნებიც ყოლიათ, თუმცა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები მასთან პირველად მიიყვანეს.

კურიერთან“ საუბრისას მამა ყვება, რომ ბავშვებს არ სცემდა და მხოლოდ შენიშვნას აძლევდა. მამაკაცი ამბობს, რომ მისი ერთადერთი დანაშაული სიღარიბე და უმუშევრობაა.

სოციალური აგენტი, რომელმაც ბავშვები სახლიდან გვიან ღამით წაიყვანა, ამბობს რომ ანტისანიტარიისა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარდა მოზარდებს ხშირად საკვებიც არ აქვთ. მამა კი რომელიც ბავშვებს ზრდიდა ხშირად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

ბავშვების დედა მკურნალობას ფსიქიატრიულ კლინიკაში გადის. პოლიციის მიერ მამისთვის გაცემული შემაკავებელი ორდერი ერთ თვიანია. ამ პერიოდის განმავლობაში უნდა გაირკვეს რა ბედი ეწევათ პატარებს.

დღის ამბები