19 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირება, რომელსაც 1 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, სავარაუდოდ გოგოს გამო მოხდა

თვითმხილველები თბილისში 51-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტს იხსენებენ. ისინი მომხდარის სავარაუდო ვერსიებზე საუბრობენ. მათი თქმით, მოსწავლეები ერთმანეთს, სავარაუდოდ, გოგოს გამო დაუპირისპირდნენ. 

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, დაპირისპირებაში 10-15-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე იხსენებს, რომ 2 დაჭრილი ბავშვი დაინახა. 

სკოლის მოსწავლეების დაპირისპირების თვითმხილველი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. 

"დიდი აურზაური, ქაოსი შეიქმნა უცებ. დავინახეთ სისხლიანი ბავშვები, საშინელი მდგომარეობა იყო. ახალგაზრდა საყვარელი ბიჭების, სკოლიდან ახალგამოსული ბიჭების საშინელი ჩხუბი. უცებ დაეტაკნენ ერთმანეთს, ერთი გაკვირვებულიც კი იყურებოდა, სისხლი რომ მოსდიოდა,“- აღნიშნა ვაჩეიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე შელაპარაკების შედეგად 2 მოსწავლე დაიჭრა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ერთს კი ოპერაციას უტარებენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები