19 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
სპეცოპერაცია ისანში - საზღვრის არალეგალურად კვეთაზე ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

ინტერპოლით ძებნილმა აჰმედ ჩატაევმა და მისი რაზმის კიდევ სამმა წევრმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა - ასეთია შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური პოზიცია.

გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული პირებთან ქართულ სპეცსამსახურები არ თანამშრომლობდნენ და მათთვის არც საქართველოში შემოსვლის უფლება მიუციათ.

გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ, რომ ტერორიზმში ბრალდებული პირები ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდნენ, ეს თემა პარლამენტში განხილვის საგანი გახდა. მმართველი პარტია ამბობს, რომ საზღვარზე კონტროლი გასამკაცრებელია.

ქვეყნის დაუცველი საზღვრები და შინაგან საქმეთა მინისტრის აღიარება - ეს გზავნილები წაიკითხა გიორგი გახარიას განცხადებაში დღეს ოპოზიციამ.

ბურუსით მოცული სპეცოპერაციის დეტალებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს საპარლამენტო ოპოზიცია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებულმა პირებმა საქართველოს სახელწიფო საზღვარი 21 ნოემბერის სპეცოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე გადმოკვეთეს. 

ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი მღებრიშვილი იკავებდა. როგორ აღმოჩნდა ქვეყანაში ჩატაევი, რომელსაც ინტერპოლი 2015 წლიდან ეძებდა, სავარაუდოდ, ამ თემაზე განმარტებების გაკეთება გიორგი მღებრიშვილს მოუწევს.

დღის ამბები