23 აპრილი 2024,   23:41
ვრცლად
"ლაღიძის წყლების" დაბრუნება რუსთაველზე - კალაძე კერძო კომპანიასთან მოლაპარაკებების დაწყებას აანონსებს

ცნობილი "ლაღიძის წყლების" რუსთაველის გამზირზე დასაბრუნებლად თბილისის მერია მოლაპარაკებებს იწყებს. კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრის დავალებით უკვე დააანონსა მოლაპარაკებები კერძო კომპანიასთან, რომელიც დღეისთვის ისტორიულ შენობას ფლობს.

თუ კახი კალაძე თბილისის მერის რანგში პრემიერ-მინისტრის მიერ მიცემულ პირველ დავალებას შეასრულებს, მაშინ „ლაღიძის წყლები“ 130 წლის იუბილეს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ისევ რუსთაველის 24 ნომერში შეხვდება.

კომპანია „ლინკოლნ მენეჯმენტ ჯორჯიაში,“ რომელიც რუსთაველის 24-ში მდებარე შენობის მოქმედი მფლობელია, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ინტერნეტით შეიტყვეს. კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ გარიგება შესაძლოა, მართლაც შედგეს, ეს კი შეთავაზების სარფიანობაზე იქნება დამოკიდებული.

ხელისუფლებასთან კომუნიკაციით „ლინკოლნ მენეჯმენტ ჯორჯიაზე“ უფრო მეტად არის დაინტერესებული თავად მიტროფანე ლაღიძის ოჯახი. რას შეთავაზებას მიიღებენ, ლაღიძეების ოჯახში არ იციან, თუმცა, წინადადება ხიბლავთ და განსაკუთრებულ მოლოდინში არიან.

თანხა, შენობის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე საკმაოდ სოლიდურია იქნება, დაახლოებით, მილიონი ამერიკული დოლარი. ირკვევა, რომ რუსთაველის გამზირზე ლაღიძის წყლების შესაძლო დაბრუნების იდეა რეალურია, თუმცა, კითხვები აქვს ოპოზიციას.

კომპანიის უკრაინელი დირექტორი ქვეყანაში დაბრუნებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

დღის ამბები