19 აპრილი 2024,   14:40
ვრცლად
ბაკურიანში ხალხს მიწა ჩამოართვეს და „ქართული ოცნების“ დეპუტატზე გადააფორმეს

ბაკურიანში 64 ადამიანს მიწა ჩამოართვეს და შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა ხაბარელის, ოჯახის წევრზე გადააფორმეს. მათ სახელმწიფომ თაღლითობა დასწამა და ამ საქმის გამო 3-წლიანი პირობითი სასჯელიც შეუფარდა.

მთავრობის მიერ მიწების ჩამორთმევისა და მისი ნაწილის დეპუტატის ოჯახისთვის გადაცემის შესახებ ბაკურიანელებს ინფორმაცია აქვთ, რადგან ამბობენ, რომ ამის გამო, შეიძლება, პრობლემები შეექმნათ.

64 ოჯახს მიწის ნაკვეთები სასამართლოს ძალით ჩამოართვეს. მათ უთხრეს, რომ ტყის მასივი იყო და არ ეკუთვნოდათ.

რაიონული სასამართლო ბაკურიანის რწმუნებულის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს. გოჩა გობრონიძის მიერ გაცემული დოკუმენტების მიხედვითა, მიწები 64 ბაკურიანელს გადაეცა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო. ადგილობრივებს მიწები ჩამოერთვათ და სამწლიანი პირობითიც მიესაჯათ. რწმუნებულის პასუხისმგებლობის საკითხი კი არ დამდგარა.

კურიერისთვის ცნობილი გახდა, რომ ბორჯომის ახლადარჩეული გამგებელი მოადგილედ სწორედ გოჩა გობრონიძის დანიშვნას აპირებს.  

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დეპუტატ შოთა ხაბარელის შვილზე, მამუკა ხაბარელზე, 1700 კვადრატული მეტრი ჩამორთმეული ტყვის მასივი ერთი კვირის წინ - 21 ნოემბერს, გადაფორმდა.

დეპუტატი ადასტურებს, რომ მისი ოჯახი ბაკურიანში 1700 კვადრატული მეტრის მფლობელი გახდა.

ოპოზიციის წევრები შერჩევით სამართალზე ლაპარაკობენ.

 

დღის ამბები