„დღეს ხდება მოსწავლეების ე.წ. გარჩევების დროს სხვადასხვა კრიმინალური ავტორიტეტის მოსვლა, მოძიება, სკაიპით ჩართვა, მშობლების და სკოლების მიერ მათი გამოძახება,“ - ამის შესახებ განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ, გააკეთა.
ოპოზიციის წარმომადგენელი მოზარდებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომლის შედეგად 51-ე საჯარო სკოლის 2 მე-11კლასელი მოსწავლე გარდაიცვალა.
მან გარდაცვლილი მოზარდების ოჯახს მიუსამძიმრა.
ხატია დეკანოიძემ მანდატურის ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა.
„როცა 2004 წელს შეურიგებელი ბრძოლა დაიწყო კრიმინალის წინააღმდეგ და 2006-2009 უსაფრთხო ქვეყანა იყო. სკოლაში საპირისპირო ვითარება მივიღეთ. დაიწყო უსაფრთხო სკოლის პროგრამა, ქართულმა ოცნებამ მანდატურის ინსტიტუტს, ანუ უსაფრთხო სკოლის პროგრამას 2012 წელს შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.