20 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
საცხოვრებელ სახლებში გაჩენილ ხანძარს რუსეთში 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 ბავშვია

საცხოვრებელ სახლებში გაჩენილ ხანძრებს დღეს რუსეთის რეგიონებში 19-ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 ბავშვია.

ყველაზე მეტი - 5 მცირეწლოვანი, ნოვოსიბირსკის მახლობლად მდებარე სოფელში დაიღუპა.

ხანძარს სახლში მყოფი ორი უფროსი გადაურჩა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ყველა შემთხვევაში, სავარაუდოდ, დაუდევრობა გახდა.

ცეცხლის ჩაქრობაში სამაშველო ბრიგადებს მეზობლებიც ეხმარებოდნენ. 

დღის ამბები