16 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
გახმაურებული მკვლელობა - იურისტები განათლების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს

მოზარდების მხრიდან ჩადენილ გახშირებულ დანაშაულსა და გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ახალგაზრდები უარს ამბობდნენ, ეთანამშრომლათ გამოძიებასთან, იურისტები ეხმაურებიან. მათ აზრით, მიმდინარე პროცესები განათლების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე მეტყველებს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, აცხადებს, რომ განათლების სამინისტრომ მოზარდების ფსიქოლოგიურ აღზრდაზე უნდა გააკეთოს აქცენტი. 

„განათლების სამინისტროში საჭიროა, უფრო ჯანსაღი პროცესები წავიდეს და ფსიქოლოგიურ აღზრდაზე გააკეთონ ბავშვების მობილიზება სამინისტრომ. დანაშაული რომ მოხდება, მერე კი არ უნდა ვიყვიროთ, რატომ მოხდა დანაშაული, ამაზე უნდა ვიფიქროთ. ამიტომ საჭიროა ძალიან დიდი რეფორმები,“ - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.

 განცხადება გააკეთა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

„თუ სამართლის კულტურის ამაღლებას დავგეგმავთ და განახორციელებს სახელმწიფო და განათლების სისტემა სკოლებში, რომლებიც რეალურად ასწავლიან მაღალი კლასის მოსწავლეებს, თუ რა არის  სამართლებრივი კულტურა, რა შემთხვევაში როგორ მოიქცეს ან რა არის პრევენცია. დღეს როგორც ინფორმაცია მაქვს, არც ერთი იქ  მყოფი ადამიანი ჩვენებას არ აძლევს და მათ შორის ამასთან დაკავშირებით საერთოდ მათი პასუხისმგებლობის საკითხიც კი დადგეს, თეორიულ დონეზე ვგულისხმობ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტები ნაკლებად გვექნება,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

იურისტთა ნაწილი ფსიქოლოგთა დასკვნასაც ითხოვს.

„სასტიკად უნდა დაისაჯოს დამნაშავე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს არანაირი შემამსუბუქებელი გარემოება, მაგრამ აუცილებელია ფსიქოლოგთა უფრო გაძლიერებული ჩართულობა სკოლის ადმინისტრაციაში,“ - ამბობს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.

ადვოკატ მარინე ცუცქირიძის თქმით, ის, რომ დღეს არასრულწლოვნები ჩვენებას არ იძლევიან, ეს თავად აღზრდის და საზოგადოების პრობლემაა.

„ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, თვითონ ოჯახიდან უნდა ხდებოდეს იმაზე ზეწოლა, ბავშვებზე მითითება, რომ ხდებოდეს პირიქით თანამშრომლობა, რომ მომავალში არ გაგრძელდეს ასეთი ფაქტი. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ყველა დედა უნდა დადგეს ერთად და პირიქით, უნდა ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, რათა სამაგალითოდ მოხდეს ამ საქმის გამოძიება,“ - განაცხადა მარინე ცუცქირიძემ.

დღის ამბები