19 აპრილი 2024,   23:09
ვრცლად
როგორ შემოვიდა ჩატაევი საქართველოში, რა მიზნით და როგორ შემოიტანა იარაღი - სპეცოპერაციიდან 10 დღის შემდეგ კითხვები უცვლელია

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან 10 დღე გავიდა, თუმცა კითხვების დიდი ნაწილი ჯერ ისევ პასუხგაუცემელია. მათ შორის, როგორ შეძლო მსოფლიო მასშტაბით ძებნილმა ახმედ ჩატაევმა ქვეყანაში შემოსვლა და  მჭიდროდ დასახლებულ უბანში ისეთი რაოდენობის იარაღის მომარაგება, რომ საათების განმავლობაში წინააღმდეგობა გაეწია სპეცრაზმისთვის.

სავარაუდოა, რომ ჩატაევი დაჯგუფების წევრებთან ერთად, საქართველოში უკონტროლო ბილიკებითა და უღელტეხილებით გადმოიპარა. მეორე - შემოსვლა ოფიციალური გამტარი პუნქტებიდან, ოღონდ რეგისტრაციის გარეშე. მესამე ვერსია კი ოკუპირებული ზონებიდან შემოღწევაა.

ასევე ამ დრომდე უცნობია, რა მიზნით შემოვიდა ჩატაევი დაჯგუფების წევრებთან ერთად საქართველოში. 

დღის ამბები