25 აპრილი 2024,   16:47
ვრცლად
ერთი წელი ხანძრიდან - როგორ გამოიყურება ნახანძრალი ვარძია რესტავრაციის დასრულების შემდეგ

ვარძიაში ერთი წლის წინ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილი ხანძრის დროს დაზიანებული ფრესკების რესტავრაცია დასრულებულია.

2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შემდეგ, ვარძიის ღვთისმშობლის უძველეს ეკლესიაში სპეციალური ტექნიკისა და განათების გარეშე, უნიკალური კედლის მხატვრობის გარჩევა შეუძლებელი იყო. ერთი წლის შემდეგ კი, ვარძიის კედლის მხატვრობის გარჩევა ახლა შეუიარაღებელი თვალითაც მარტივადაა შესაძლებელია.

რესტავრატორებმა მუშაობა გუშინ დაასრულეს. ისინი ვარძიაში მთელი წელი ინტენსიურად მუშაობდნენ.

მე-12 საუკუნის დახვეწილ მხატვრობას, ჭვარტლთან ერთად, საუკუნოვანი მტვრისა და ჭუჭყის ფენაც მოსცილდა, მაგრამ ზოგიერთ გაფხვიერებულ და ძლიერ დაზიანებულ ფრესკებში ჩამჯდარ მურს რესტავრატორები ვერ შეეხნენ. მაგრამ ზოგიერთ ადგილას გამურული საგანძური სამუდამოდ დარჩება, როგორც 2016 წელს მომხდარი ხანძრის მოწმე.

თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი თვლის, რომ ყველაფრის მიუხედავად, ვარძიაში მაინც იმაზე უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ხანძრამდე იყო.

 

დღის ამბები