19 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებს შორის მსჯელობის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რუსული ანექსია და შვეიცარიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იყო.  

შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში წარიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

„უაღრესად მნშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა ქვეყანასთან, რომელიც წლების განმავლობაში მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შვეიცარია არის ქვეყანა, რომელთანაც სავარაუდოდ სულ მალე, ისევ როგორც ევროკავშირთან, შვეიცარიასთანაც გვექნება თავისუფალი ვაჭრობა.

რაც შეეხება შვეიცარიის პრეზიდენტს, მიშელინ კალმი-რეის განცხადებით, შვეიცარიასა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობები უნდა გაგრძელდეს.

“ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვზეიმობთ 25 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პერიოდის მანძილზე შვეიცარიამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში დემოკრატიის განვითარებას. აქტუალური განვითარების სტრატეგია სამხრეთ კავკასიისათვის არის განსაკუთრებული ამ რეგიონისთვის, რადგან ჩვენ ვახდენთ ინვესტირებას ამ რეგიონში. ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურია, თუმცა ეს უნდა გაგრძელდეს და მომავალი წლის დასაწყისში ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, იმედი მაქვს, რომ ბევრი შვეიცარიელი ინვესტორი საქართველოთი დაინტერესდება. ბევრი პოტენციალი აქვს საქართველოს და ჩვენ დაგეხმარებით, რომ რესურსი მთლიანად იყოს ათვისებული. ჩვენ გვაქვს სამხრეთ კავკასიის მხარდაჭერის სტრატეგია, რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარების ჩათვლით,“ - განაცხადა მიშელინ კალმი-რეიმ.

დღის ამბები