19 აპრილი 2024,   12:27
ვრცლად
ერთობლივი სამოქმედო გეგმის დასახვა - სკოლებში კონტროლის გამკაცრებაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაიწყო

სკოლებში კონტროლის გამკაცრებაზე და უსაფრთხოების მხრივ გასატარებელ ღონისძიებებზე ამ წუთებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მსჯელობენ. შეხვედრას შინაგან საქმეთა, განათლების და იუსტიციის მინისტრების მოადგილეები ესწრებიან. ადგილზე იმყოფება ასევე მთავარი პროკურორის მოადგილეც.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს კომენტარების არ გაუკეთებიათ. ერთადერთი ვინც მედიასთან მცირე განმარტებები გააკეთა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეა.

ლია გიგაურმა განაცხადა, რომ  შეხვედრის მიზანი ერთობლივი სამოქმედო გეგმის დასახვაა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები