20 აპრილი 2024,   18:17
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

"მე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია," - ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დორის ლოიტჰარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

„შვეიცარია დიდად აფასებს იმ მანდატს, რომლის ძალითაც ცდილობს ხელი შეუწყოს დიალოგს საქართველოსა და რუსეთს შორის. ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია. ვიზიტის მიზანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება,“ - განაცხადა დორის ლოიტჰარდმა. 

მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორის ფუნქციის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას მოგახსენებთ საქართველოს მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც 2008 წლიდან თქვენ ასრულებთ კონფლიქტების პოლიტიკური გზით გადაჭრის პროცესში. მივესალმებით ორმხრივი კავშირების განმტკიცებას,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

დღის ამბები