15 დეკემბერი 2017,   18:04
ვრცლად
"ლარი არის გარდაცვალების პირას" - ირაკლი ყიფიანი

ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხებთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებებს დღეს პარლამენტარები ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ითხოვდნენ, თუმცა ეკონომიკური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტს უმჯობესი იქნებოდა ახსნა-განმარტებებისთვის, მთავრობის ეკონომიკური გუნდი დაებარებინა. ექსპერტები ამბობენ, რომ კითხვაზე, რა დაემართა ლარს, სწორედ ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს.

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ლარის გაუფასურებას, ბოლო წლებში ქვეყნის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული საკითხების ეროვნულ ბაკისთვის გადაბრალებას ცდილობს. 

„ფაქტიურად, ლარი არის გარდაცვალების პირას. ეს გამოიწვევს იმას, რომ ეს აუცილებლად ასახვას ჰპოვებს მომავალში ფასებში. ფასებში ასახვა ნიშნავს, რომ ყველაფერი იქნება გაძვირებული და ადამიანების ჯიბეზე აისახება ეს ყველაფერი. შესაბამისად, ეროვნული ბანკს რჩება ერთადერთი ინსტრუმენტი - ეს არის რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრება ან მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, რაც ნიშნავს ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებას. ის, რომ დღეს ლარი არის ამ დღეში, ეს არ არის ერთ-დღიანი, ან ორ-დღიანი და ერთ-თვიანი პროცესი, ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. დღეს ვინც უნდა დაებარებინათ პარლამენტში, ეს უნდა ყოფილიყო ეკონომიკის ყოფილი გუნდის, რომელსაც წარმოადგენდა "ქართული ოცნება,“ - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.

„ეროვნულმა ბანკმა, ამ პერიოდში რაც გააკეთა, რაც გაუფასურება დაიწყო, ჩემი აზრით, იყო სრულიად ადეკვატური. ის, რომ ის ბაზარში სავალუტო ინტერვენციებით არ ჩაერია, ჩემი აზრით, გამართლებულია, იმიტომ რომ თვითონ ეს ინტერვენციებიც გრძელვადიან პერიოდში აჩენს განცდას და გაურკვევლობას კერძო სექტორში,“ - განაცხადა გიორგი პაპავამ. 

დღის ამბები