19 აპრილი 2024,   17:36
ვრცლად
ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები აღარ მიმდინარეობს - შს მინისტრი ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ საუბრობს

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის ბრალდებით დღეს დაკავებული ახალგაზრდის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა მცირე კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარიას განცხადებით ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები აღარ მიმდინარეობს არც ერთი პირის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ხოლო მეორე მათგანი დღეს გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. სამართალდამცველები მას დაახლოებით 75 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ამ დროისათვის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე ხუთი პირია დაკავებული. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე არასრულწლოვან ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კიდევ სამ სრულწლოვანს კი გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება. მათგან ერთ-ერთი მშობელია, რომელმაც მისივე შვილებისაგან შეიტყო ორი მოსწავლის მკვლელობის შესახებ, თუმცა, პოლიციას არ შეატყობინა და ერთ-ერთ ბრალდებულს მიმალვაში დაეხმარა.

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს.

დღის ამბები