18 აპრილი 2024,   16:00
ვრცლად
პირველი ქართველი მორაგბე სუპერ რაგბიში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭი, ჯაბა ბრეგვაძე სუპერ რაგბიში ითამაშებს. 30 წლის ქართველმა მორაგბემ იაპონურ სანვულვზთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და სუპერ რაგბის კლუბს 1 იანვრიდან შეუერთდება.

ჯაბა ბრეგვაძე 2012-14 წლებში საფრანგეთის ტოპ 14-ში ტულუზში, ხოლო 2015-17 წლებში ინგლისის პრემიერშიფში, ვუსტერში თამაშობდა. მიმდინარე წელს ის საქართველოს ჩემპიონატში თბილისის ლოკომოტივის, ხოლო ჩელენჯ ქაფზე კრასნოიარსკის კრასნი იარის ღირსებას იცავდა.

ბრეგვაძეს ბორჯღალოსნების რიგებში 49 სანაკრებო კეპი აქვს და 2011 და 2015 წლებში მსოფლიო თასზეც შეძლო ასპარეზობა. 

სუპერ რაგბიში ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, არგენტინის და იაპონიის საუკეთესო კლუბები ასპარეზობენ და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებად ითვლება.

დღის ამბები