18 დეკემბერი 2017,   13:07
ვრცლად
ანასტასია გოტფრიდი მსოფლიო ჩემპიონია

ანასტასია გოტფრიდი მსოფლიო ჩემპიონია. აშშ-ში, ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ.) 3 მედალი მოიპოვა.

ატაცში საქართველოს ნაკრების ერთადერთმა ქალმა სპორტსმენმა 120 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა.

აკვრაში გოტფრიდმა ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო (135.140.145), ხოლო ორჭიდში (265 კგ) ჩემპიონობა იზეიმა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე 4 მედალია. შოთა მიშველიძის ორჭიდის ბრინჯაო, ანასტასიას 2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი. ხვალ ფოცარნაგზე ლაშა ტალახაძე გამოვა, ოლიმპიური ჩემპიონის ასპარეზობა თბილისის დროით 05:25 საათზე დაიწყება.

დღის ამბები