16 აპრილი 2024,   16:55
ვრცლად
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი ბინის კართან სპეცრაზმია მობილიზებული [ვიდეო]

ამ წუთებში უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი ბინის კართან სპეცრაზმია მობილიზებული. 

ინფორმაციას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დავით საყვარელიძე ავრცელებს. 

როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და თანაგუნდელები აცხადებენ, სპეცრაზმმა საქართველოს ექსპრეზიდენტის სახლის კარის შემტვრევა სცადა.

სპეცრაზმის მობილიზების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლები განლაგებულნი არიან შენობის სახურავზე, კიბეებსა და საცხოვრებელი სახლის შესასვლელში. 

ასევე სპეცრამის დგას ბინის კარიდან დაახლოებით ორი მეტრის მოშორებით. სამართალდამცველები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებს და უფლებადამცველს ბინასთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. 

 

 

დღის ამბები