23 აგვისტო 2019,   16:07
ვრცლად
საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია," - პროკურატურა სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გააკეთდა მთავარ პროკურატურაში. უწყების საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნათია სუხიაშვილის თქმით, იმ პროცესების შესახებ, რომელიც ახლა კიევში ვითარდება, ინფორმაცია უკრაინის გენერალური პროკურატურისგან საქართევლოს პროკურატურას არ მიუღია. 

„საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურას დაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისთვის შუამდგომლობა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე. ხოლო, შემდგომი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა. რაც შეეხება უშუალოდ დღეს განვითარებულ მოვლენებს, ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან ამ ეტაპზე მიღებული არ აქვს,“ - განაცხადა  ნათია სუხიაშვილმა.

 

დღის ამბები