20 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის დაკავების ერთ-ერთი მიზანი შესაძლოა, მისი საქართველოში ექსტრადირება იყოს

ოდესისი ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავების ერთ-ერთი მიზანი, შესაძლოა მისი საქართველოში ექსტრადირება იყოს. საქართველოს პროკურატურა მის ექსტრადირებას რამდენიმე წელია ითხოვს. 

უკრაინაში ყოფნისას სააკაშვილის უსაფრთხოების მთავარი გარანტი პრეზიდენტ პოროშენკოს თანაგუნდელობა იყო. მას შემდეგ, რაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციაში წავიდა, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა საქართველოს ხელისუფლებასთან არა ერთი კონსულტაცია გამართეს სააკაშვილის თემაზე. ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ, ვითარება სააკაშვილის ირგვლივ იძაბებოდა.

2017 წლის 27 ივლისს პეტრო პოროშენკო საქართველოში ჩამოვიდა. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე ორაზროვანი კომენტარი გააკეთა. პოროშენკო შეხვდა ივანიშვილსაც.

ბოლო შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის ცოტა ხნის წინ შედგა. ერთხელ ბრიუსელში კვირიკაშვილისა და პოროშენკოს შორის და ერთხელ უკრაინის ვიცე პრემიერის საქართველოში ვიზიტისას. ორივე ჯერზე ამტკიცებდნენ, რომ საუბრის თემა მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა, თუმცა ამ შეხვედრებიდან მალევე განვითარებული მოვლენები საპირისპიროს ამტკიცებს. 

დღის ამბები