25 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
მესაზღვრეები „რუსთავი 2"-ის ევროპის ბიუროს კორესპონდენტს უკრაინაში არ უშვებენ

უკრაინელი მესაზღვრეები „რუსთავი 2"-ის ევროპის ბიუროს კორესპონდენტს საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ თამარ ნუცუბიძემ ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის ევროსტრუქტურებში მუშაობის დამადასტურებელი საბუთები წარუდგინა, ის ამ დრომდე ბორისპოლის აეროპორტში იმყოფება.

ჟურნალისტი ელოდება პასუხს, შეუშვებენ თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე. თამარ ნუცუბიძეს მესაზღვრემ ჰკითხა, თუ რა მიზნით ჩადიოდა უკრაინაში, რაზეც ჟურნალისტმა განუმარტა, რომ ევროკავშირის ყველა დაწესებულებაში აკრედიტაცია აქვს.

„მომაკითხა სხვა მესაზღვრემ. გამიყვანეს ოთახში, კარი დაკეტეს, გამაფრთხილეს, რომ კამერა ყველაფერს იღებს, ბლანკები მოიტანეს და საკმაოდ ბევრი შეკითხვა დამისვეს, რის შემდეგაც მკითხეს, რა ურთიერთობა მაქვს მიხეილ სააკაშვილთან. ვუთხარი, რომ ჩვეულებრივ ვაშუქებთ ყველაფერს, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. მკითხეს, ჩავწერ თუ არა მასთან ინტერვიუს, რაზეც ვუთხარი, რომ არა მხოლოდ ამას ჩავწერ, არამედ თუ საშუალება მომეცა, იულია ტიმოშენკოსაც, პეტრო პოროშენკოსაც. ამ წუთებში პასუხს ველოდები, შევსებული დოკუმენტაცია წაიღეს, მითხრეს რომ დაველოდო, მთელი ჩემი საბუთები, პასპორტი, ევროკავშირში ცხოვრების, მუშაობის უფლება და აკრედიტაციები მათთან არის,“ - განაცხადა თამარ ნუცუბიძემ. 

დღის ამბები