20 აპრილი 2024,   06:59
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალეულობებს „იდიოტურს“ უწოდებს

პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი უკრაინის პროკურატურის მიერ მის მიმართ წაყენებულს ბრალეულობებს „იდიოტურს“ უწოდებს.

„აუდიოჩანაწერის შექმნას, რაღაც 3-წუთიანის საერთოდ არაფერი სჭირდება აწყობას. ვიცოდი, რომ აწყობდნენ. წინა კვირას გავაკეთე განცხადება, რომ აწყობენ ჩემი სხვადასხვა სატელეფონო მოსმენიდან ერთ ჩანაწერს და ეს გააკეთეს კიდევაც დღეს,“ - აცხადებს სააკაშვილი.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, უკრაინელები ამ ჩანაწერის რეალობას არ დაიჯერებენ.

„უკრაინაში ამას არავინ არ „ჭამს.“ ამ ორგანოებს არავინ არ ენდობა, იციან, რა მატყუარები არიან და რაზე არიან წამსვლელები,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბევრი დეპუტატი უჭერს მხარს, რომელთა წინააღმდეგაც დღეს საქმე აღძრეს.

„მე არ ვარ რაღაც პირუტყვი, რომ ხელ-ფეხ შეკრული ჩვეულებრივად ჩავბარდე და სადღაც წამიყვანონ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები