19 აპრილი 2024,   21:00
ვრცლად
„სააკაშვილი უნიკალური მოვლენაა, მას აქვს ძალიან კარგი ალღო, უკრაინული გაგებით სააკაშვილი გმირია"-ხუხაშვილი

 „იანუკოვიჩის შემდეგ სისტემა უკრაინაში არ შეცვლილა. უკრაინის შიდა პოლიტიკაში მთავარი გამოწვევა იყო კორუფცია და არაფერი არ შეცვლილა ამ მიმართულებით და ეს იყო ახლანდელი ხელისუფლების სრული ფიასკო,“-ამის შესახებ განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „არჩევანის" სტუდიაში გააკეთა.

მისი თქმით იმ ფონზე როცა პოროშენკო გაკოტრებულია მას აქვს ორი კოზირი. ერთი ეს არის რუსული საფრთხე, ამაზე დგას მისი ხელისუფლება ფაქტიურად და მეორე, მას  აქვს იმედი რომ აშშ მხარს უჭერს.

ექსპერტი ფიქრობს, რომ დღევანდელი ქმედებით პოროშენკო შეეცადა მისი კრახი გადაეფარა დროებით ან უბრალოდ გადავიდა კონტრშეტევაზე რადგან სხვა გზა არ აქვს.

მისი თქმით მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა პროცესის აგორება. ხელისუფლებამ კი  ცუდსა და უარეს შორის გააკეთა არჩევანი და გადავიდა კონტრშეტევაზე, რათა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ რაღაც შეთქმულება მზადდებოდა.

„სააკაშვილი უნიკალური მოვლენაა თანამედროვე სამყაროში და მას აქვს ძალიან კარგი ალღო. მრავალთვიანი საპროტესტო მოქმედებების მიუხედავად მან ვერ შეძლო დიდი საპროტესტო ტალღის აგორება. ანუ ის ძლევამოსილ გმირად  ვერ წარმოჩინდა. შესაბამისად, მან ამ ყველაფერში დაინახა გარკვეულწილად შესაძლებლობა და წამებულის მანტია მოსხმულის პოზიციიდან დაიწყო მოქმედებები და საკმაოდ წარმატებით ახერხებს,“-განაცხადა ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, უკრაინული გაგებით სააკაშვილი გმირია. 

"სააკაშვილმა ასწავლა რაღაც პოროშენკოს და ახლა ცდილობს მოსწავლე რომ ეს იარაღი გამოიყენოს მასწავლებლის წინააღმდეგ"-აღნიშნა ხუხაშვილმა. 

გია ხუხაშვილმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა დღევანდელი განცხადებების გამო და აღნიშნა, რომ მთავრობის წევრები ვიღაც უშტატო თანამშრომელის დაგზავნილ სიბრიყვეს იმეორებენ.

დღის ამბები