25 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
ბათუმში ნარკორეალიზატორი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნარკორეალიზატორი დააკავეს სამართალდამცველებმა ბათუმში. სამძებრო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაპატიმრებულია 1969 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როცა მან თურქეთის მოქალაქეს, 10 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალება „ამფე-ტამინის“ 996 აბი მიჰყიდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები