19 აპრილი 2024,   22:34
ვრცლად
„გადადექი! გადადექი!“- „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულების მორიგი აქცია პროკურატურასთან

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები კვლავ საქმის გამოძიებას, ზარალის ანაზღაურებას და ირაკლი შოთაძის გადადგომას მოითხოვენ. ისინი სკანდირებდნენ: „გადადექი! გადადექი!“.

ხანძრით დაზარალებულები აქციას პერმანენტულად მართავენ, თუმცა უწყებიდან მათ ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.

აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებები შეწყვიტეს თბილისის მერიის და საკრებულოს წარმომდგენლებმაც.

 

დღის ამბები