20 აპრილი 2024,   11:41
ვრცლად
82 2-ის წინააღდეგ - პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

82 ხმით 2-ის წინააღდეგ - პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო. მეორე მოსმენა ხვალ არის ჩანიშნული.

დეპუტატები კენჭისყრის გამართვამდე მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავდნენ. 

კანონპროექტის მიხედვით, რამდენიმე სამინისტრო ერთიანდება. გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო თავად მმართველ გუნდშიც.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის სამინისტრო ერთიანდება. 

ცვლილებების შედეგად, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო უქმდება. ახალგაზრდული მიმართულება შეუერთდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო სპორტის მიმართულება შეუერთდება კულტურის სამინისტროს.

ცვლილებებით, უქმდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.

 

დღის ამბები