16 აპრილი 2024,   22:17
ვრცლად
პუტინი 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი კანდიდატი კვლავ ვლადიმერ პუტინი იქნება. არჩევნებში მონაწილეობის შესახებ რუსეთის ლიდერმა ოფიციალურად დღეს ნიჟნი ნოვგოროდში განაცხადა.

საკუთარი კანდიდატურა ვლადიმერ პუტინმა ქარხნის თანამშრომლებთან შეხვედრაზე წამოაყენა.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2018 წლის 18 მარტს გაიმართება, გამარჯვებული კანდიდატი კი ქვეყნის სათავეში 2024 წლამდე იქნება.

რუსეთის პირველი პირის პოსტი ვლადიმერ პუტინმა პირველად 2000 წელს დაიკავა. 

დღის ამბები