20 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას აპირებს

დონალდ ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას აპირებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქვეყნის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანასაც გეგმავს.

ისრაელმა უკვე მოუწოდა საერთაშორისო გაერთიანებას, ამერიკის მაგალითს მიყვნენ, თუმცა ტრამპის გეგმას შეერთებული შტატების მოკავშირეების მხრიდან მწვავე რეაქცია უკვე მოჰყვა.

საერთაშორისო გაერთიანების აზრით, ტრამპის ნაბიჯი რეგიონში მწვავე კონფლიქტებს გამოიწვევს. პალესტინელები კი უკვე საპროტესტო აქციებს მართავენ და ამერიკის დროშებს წვავენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები