15 დეკემბერი 2017,   17:50
ვრცლად
მოსწავლეების მკვლელობის საქმე - ბრალდებულების ადვოკატების ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, რომელსაც ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე შეეწირა, გამოძიება გრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს ექსპერტიზაც. სწორედ ექსპერტებმა უნდა დაადგინონ სასიკვდილო ჭრილობები,  იყო თუ არა მიყენებული მხოლოდ იმ იარაღებით, რომლებიც საქმეში მტკიცებულებად დევს. თუ არსებობს სხვა იარაღიც, რომლის შესახებაც გამოძიებისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებული 7 პირიდან ერთ-ერთი ბრალს არ აღიარებს და საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

 დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების შეცვლას მოითხოვს იმ პირებისთვის, რომლებსაც  გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ადვოკატი იმედა ბეროშვილი, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის უფლებებს იცავს, ამბობს, რომ საქმეში ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები დევს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას. მას ედავებიან დანაშაულის დაფარვას. დაცვის მხარე მუშაობს მტკიცებულებებზე, რომლითაც უტყუარად დადასტურდება, რომ მათ მიერ აღნიშნული დანაშაული არ არის ჩადენილი,“- განაცხადა იმედა ბეროშვილმა.

კიდევ ერთი ბრალდებულის, რომელიც სამართალდამცავებს სამდღიანი ძებნის შემდეგ თავად ჩაბარდა, ადვოკატი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალების გასაჯაროებისგან თავს შეიკავებს. ტარიელ კაკაბაძის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებთან მიმართებაში. ადვოკატის განმარტებითვე, დაცვის მხარე ექსპერტიზის პასუხს დაელოდება.

 

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებული 7 პირიდან 5 ბრალს არ აღიარებს და საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასმართლოში ასაჩივრებს.

 

დღის ამბები