23 აპრილი 2024,   10:18
ვრცლად
„მინდა გაჩვენოთ, როგორ ვფინანსდებით" - მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს ქისა აჩვენა

კიევში "ახალ ძალთა" მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მხარდამჭერებს მიმართა. მან მის მომხრეებს ქისა აჩვენა, რომელშიც არის მოთავსებული ის ფული, რომელიც მხარდამჭერებმა გაიღეს შემოწირულობების სახით. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ისინი სწორედ ამგვარი მეთოდებით ფინანსდებიან. 

„მინდა გაჩვენოთ, როგორ ვფინანსდებით. დღეს მოვიდა ერთი ქალი და მოიტანა 100 დოლარი. მან მითხრა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ჩემს მსგავსად დააკავა, თუმცა მას არავინ იცნობდა. ასევე, მითხრა, რომ გუშინ როდესაც ჩემს დაკავებას უყურებდა, გააცნობიერა, რომ ჩვენ ყველანი დაუცველები ვართ. ახლა დღეებში კი არა საათებშია საქმე. ჩვენ უნდა გავფართოვდეთ და ბევრად მეტი უნდა ვიყოთ. დღეს არ არის პარტიული ინტერესების დრო, უნდა ვიფიქროთ უკრაინის მომავალზე. მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, გავერთიანდეთ. აქ ეცდებიან ჩვენს შევიწროებას, მაგრამ უნდა მოვემზადოთ მათი თავდასხმების მოსაგერიებლად,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები