15 დეკემბერი 2017,   17:47
ვრცლად
განადგურებული და დამწვარი სახლები - კალიფორნიაში ტყეში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ტყეში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 150-მდე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

ლოს ანჯელესიდან 113 კილომეტრის დაშორებით მდებარე ვენტურის რეგიონიდან 27 ათასი ადამიანია ევაკუირებული.

ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. ამ დროისთვის 12 ათას სახლს ემუქრება საფრთხე. დამწვარი ტერიტორიის ფართობი 200 კვადრატული კილომეტრია. 

 

ფოტო - Los Angeles Times

დღის ამბები