19 აპრილი 2024,   20:46
ვრცლად
ძებნილად გამოცხადებულმა მიხეილ სააკაშვილმა ღამე რადასთან მოწყობილ კარვების ქალაქში გაატარა

ძებნილად გამოცხადების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა ღამე ბარიკადებს მიღმა, რადასთან მოწყობილ კარვების ქალაქში გაატარა. დღის ბოლოს ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერმა მხარდამჭერებს და ოპოზიციურ პარტიებს მიმართა.

საქართველოს მესამე პრეზდიენტმა პოლიტიკურ ძალებს განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დანებებას არ აპირებს. მიხეილ სააკაშვილმა ასევე უარყო ბრალდება, უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ.

"ეს აქციები ხალხის ნების პირველი გამოხატვაა, რომელშიც ოლიგარქები არ მონაწილეობენ და მე ამით ძალიან ვამაყობ. ხელისუფლებამ ამ ბანაკის აღება სცადა, პარალელურად, თავიდან იშორებენ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც გაბედეს და სიმართლე თქვეს. მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, ახლა არ არის პარტიის ინტერესებზე ფიქრის დრო. დღეს საუბარია უკრაინის არსებობაზე, ამიტომ, ყველა უნდა გავერთიანდეთ. ხალხს აქტიური ქმედებები უნდა. ჩვენ გავერთიანდებით, გავფართოვდებით და ხელისუფლების თავდასხმების მოგერიებისთვის მოვემზადებით," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, მოძრაობა შემომწირველების თანხებით არსებობს.

დღის ამბები