23 აპრილი 2024,   13:03
ვრცლად
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ. სარჩელის არსებით განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იწყებს. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ყოფილი მოსამართლის ინტერესებს იცავს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მაია ბაქრაძემ უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო მოსამართლეთა შესარჩევ ორ კონკურსში, აკმაყოფილებდა ყველა კრიტერიუმს, თუმცა თანამდებობაზე არ დანიშნეს.

მოსარჩელის პოზიციით, ყოფილი მოსამართლე დისკრიმინაციის მსხვერპლი, მისი კრიტიკული განცხადებების გამო გახდა.

„ბაქრაძემ უფლებამოსილების ამოწურვის შედეგ ორ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის აკმაყოფილებდა მოსამართლეობისთვის კანონმდებლობით დადგენილ ყველა კრიტერიუმს და ყველა მოთხოვნას, საბჭოს გადაწყვეტილებით, ის მოსამართლედ არ დაინიშნა. განსხვავებული მოპყრობა და დისკრიმინაცია განპირობებულია მაია ბაქრაძის მიერ განსხვავებული აზრით, კრიტიკისა და მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარეობით,“ - აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი მარიამ მხატვარი.

დღის ამბები