20 აპრილი 2024,   07:49
ვრცლად
ზუგდიდში უწყლობას აპროტესტებენ - დევნილები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშუელბენ

უწყლობას აპროტესტებენ ზუგდიდში, სადაც გუშინ აქცია გაიმართა. ლაღიძის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ხელისუფლებას უყურადღებობასა და ელექტორატით მანიპულირებაში ადანაშუელბენ. მათი თქმით, სამ დღეზე მეტია არ მიეწოდებათ სასმელი წყალი, მიზეზი კი, 22 ათასიანი დავალიანებაა, რომლის დაგროვებაშიც ბრალს გამგეობას სდებენ.

მათი თქმით, კომუნიკაციები სამი წლის წინ სტანდარტების დარღვევით გაიყვანეს, ხდება წყლის კანალიზაციით დაბინძურება და ასევე გადინება მოსახლეობის ხარჯზე. აქციის მოანწილეების განცხადებით, ხელისუფლება არჩევნებამდე ვალის განულებასაც დაპირდა.

წყლის სასმელად უვარგისობას ადასტურებენ მუნიციპალიტეტში, თუმცა გაყვანილობებთან დაკვირვებით ექსპერტიზას ახლა ატარებენ. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, წყლის მიწოდება დევნილებს საღამოს აღუდგებათ, კომუნიკაციების გამართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

დღის ამბები