15 დეკემბერი 2017,   18:10
ვრცლად
"როგორც არ უნდა დაარბიონ ეს ბანაკი, ხალხი გაერთიანებას იწყებს," - მიხეილ სააკაშვილი

დაკავების ოპერაციის შესახებ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში. „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა პროცედურების დარღვევაზე მიუთითა და მისი აყვანის მცდელობა გატაცებად შეაფასა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც მის გასათავისუფლებლად და მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, მხარს არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საპროტესტო მოძრაობის საბოლოო მიზანს უჭერენ.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის განმარტებით, ბრძოლას უკრაინაში პოლიტიკური პროცესებიდან ოლიგარქების ჩამოშორებამდე არ შეწყვეტს.

„ადამიანები, რომლებიც პოლიციის ავტობუსიდან მათავისუფლებდნენ, მიხეილ სააკაშვილისთვის არ იბრძოდნენ. ხალხი აქ დგას და პოლიციის თავდასხმას იგერიებს, არა მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ საერთო გამარჯვებისთვის. გამარჯვება კი, ხელისუფლებიდან ოლიგარქატის ჩამოშორებას, ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნას გულისხმობს. როდესაც ვერცერთი ოლიგარქი ვეღარ შეძლებს უკრაინის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას, ეს იქნება გამარჯვება. ადამიანებს მოაქვთ კარვების ქალაქში ფული, საკვები და შეშა. ჩვენ დასახმარებლად ჩვეულებრივი მოქალაქეები მოდიან და ეს ერთიანობის მაჩვენებელია. როგორც არ უნდა დაარბიონ ეს ბანაკი და მე ვიცი, რომ ხელისუფლებას ამის გეგმა აქვს, ხალხი გაერთიანებას იწყებს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

დღის ამბები