25 აპრილი 2024,   14:26
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის მეფეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის მეფეს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ და კარლ გუსტავ XVI-მ საქართველოსა და შვედეთის სამომავლო პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ შვედ კოლეგასთანაც გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს, განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ურბან ალინმა ასევე დაადასტურა საქართველოს დასავლურ მისწრაფებების მხარდაჭერა.

„განვიხილეთ შვედეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები. ვისაუბრეთ ასევე შვედეთის მხარდაჭერაზე, რომელსაც ის აღმოუჩენს ჩვენს ქვეყანას გასული წლების განმავლობაში. მადლობა გადავუხადეთ ამ მხარდაჭერისათვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ დელეგაციასთან ერთად, დაათვალიერა შვედეთის პარლამენტის შენობა და დატოვა ჩანაწერი საპატიო სტუმრების წიგნში.

 

დღის ამბები