18 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
წილკანში ნიადაგმცოდნეობის კვლევითი ლაბორატორია ამოქმედდა

სოფელ წილკანში ნიადაგმცოდნეობის კვლევითი ლაბორატორია ამოქმედდა. მრავალფუნქციური ხელსაწყოებით აღჭურვილი სივრცე, ნიადაგის სრულფასოვანი კვლევის საშუალებას იძლევა.

მონაცემებით ისარგებლებენ როგორც ფერმერები, ისე ყველა დაინტერესებული მხარე. მიზანი, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება და მაღალხარისხიანი პროდუქციის მიღებაა.

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისთვის, რომ ჩვენ სწორად წარვმართოთ ნიადაგის კვლევა,“ - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები