18 დეკემბერი 2017,   13:05
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

რადას შენობასთან უკრაინული ოპოზიციის მხარდამჭერებმა მეორე ღამე გაათენეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ, უკრაინის რადასთან შეკრებილი აქტივისტები შტურმს მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ. სამართალდამცველთა შეტევის მოსაგერიებლად კარვების ქალაქში მობილიზება იყო გამოცხადებული. ბატალიონ "დონბასის" მოხალისეებმა ადგილზე ბარიკადები გაამაგრეს.

თავად ოდესის ყოფილი გუბერნატორი კარვების ქალაქიდან მთელი ღამის განმავლობაში უკრაინულ ტელეკომპანიებს პირდაპირ ეთერში ერთვებოდა და საპროტესტო მოძრაობის საბოლოო მიზანზე საუბრობდა.

მიხეილ სააკაშვილმა მისი დაკავების მცდელობა გატაცებად შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ პეტრო პოროშენკო მსგავსი შეცდომების განმეორებას გააგრძელებს, ის პრეზიდენტის პოსტს დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებს.

უკრაინის ხელისუფლების მიერ ძებნილად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილი დასავლეთსაც მოუწოდებს, რომ უკრაინელი ხალხი არ მიატოვოს. მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებისკენ უკრაინის ოპოზიციურ ძალებსაც მოუწოდებს.

პოლიტიკურ გეგმებს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს დღეს საღამოს კიდევ ერთხელ გააცნობს.

 

ავტორი: ზურაბ ხვისტანი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები