19 აპრილი 2024,   07:48
ვრცლად
რადას შენობასთან აქციას ტიმოშკენოს „ბატკივშინას“ წარმომადგენლები უერთდებიან

რადას შენობასთან შეკრებილი უკრაინელები გუშინდელი საღამოდან მოყოლებული ბარიკადებს ამაგრებენ. იქ სპეცრაზმის შტურმს ნებისმიერ წუთს ელოდებიან. ამ დროისთვის კი, რადასთან მორიგი მასშტაბური აქცია იწყება, რომელსაც „ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრებთან ერთად, იულია ტიმოშკენოს „ბატკივშინას“ წარმომადგენლებიც უერთდებიან.

მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ორივე ოპოზიციური პარტიის ხედვა მსგავსია.

„დღეს ერთობლივი აქცია გვაქვს, ვიკრიბებით ოპოზიციური პარტიები, რომელთანაც არ ვერთიანდებით, მაგრამ ჩვენი შეხედულებები ემთხვევა. პლატფორმას ვუთმობთ „ბატკივშინას“. ეს ის პარტიაა, რომელიც ჩვენ გვერდით იდგა საზღვრის გადმოკვეთის და მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობის დროსაც,“ - განაცხადა ოპოზიციური პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის წევრმა, ივან სლობოდიანიკმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები