16 აპრილი 2024,   10:50
ვრცლად
მსაჯის გარდაცვალება - ფეხბურთის ფედერაცია გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ეროვნული ჩემპიონატების მსაჯის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ფეხბურთის ფედერაცია გარდაცვლილი მსაჯის ოჯახს უსამძიმრებს და მომხდარის დროულად გამოძიების იმედს გამოთქვამს.

„ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან. ამასთან ერთად ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ჩემპიონატების მსაჯის გარდაცვალების ფაქტს, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეც ეხმაურება. მიხეილ ყაველაშვილი გამოძიების დასრულებას ელოდება, თუმცა ამბობს, რომ ე.წ. ჩაწყობილი საფეხბურთო თამაშები მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოების ჯერჯერობით დაუმარცხებელი სენია.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ აუცილებელია აღნიშნული კანონდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

„მსოფლიოში პრობლემაა, UEFA-ც , FIFA-ც და ჩვენი ფედერაციაც აქტიურად ებრძვიან ამ სენს. საკმაოდ განვრცობადი სენია და ვიმედოვნებ, რომ ეს ბრძოლის ხერხები უნდა გამკაცრდეს, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით მიზეზი და დაველოდოთ გამოძიებას თუ რა იყო ამ პიროვნების გარდაცვალების მიზეზი,“ - განაცხადა მიხელ ყაველაშვილმა.

ეროვნული ჩემპიონატების მსაჯის სიკვდილს ოჯახი ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებს. ილია ტუღუშის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და აცხადებს რომ ის მოკლულია. გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის ბრალდებებს არ ეთანხმებიან საფეხბურთო სამყაროში. ლანჩხუთის გუნდში და მსაჯთა კომიტეტში გარიგებული თამაშების ვერსიას გამორიცხავენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განვითარებისა და რეკრუტირების უფროსი მენეჯერი მამუკა ელიკაშვილი განმარტავს, რომ მსაჯებს საკმაოდ დიდი ხელფასები აქვთ და ისინი გარიგებებზე არ წავლენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები