25 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
ასეთი საჯარო წერილების მიწერა პრემიერისთვის, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა - კვირიკაშვილი უმრავლესობის დეპუტატს პასუხობს

„უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერმინისტრისთვის, ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა,“ - ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრის, შოთა შალელაშვილის მიმართვაზე გააკეთა, რომელმაც მთავრობას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა.

პრემიერმინისტრის თქმით, ასეთ სენსიტიურ საკითხზე უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ თავის პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

„საკითხი არის ძალიან სენსიტიური, ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილის დაფიქსირება ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. კონკრეტულად რა საქმე ჰქონდათ მასთან სუს-ის წარმომადგენელებს, შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა აღარ დააკონკრეტა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები