15 დეკემბერი 2017,   18:02
ვრცლად
ლანჩხუთის "გურიაში" გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის ბრალდებები უკვირთ

საფეხბურთო კლუბ „გურიაში“ გარდაცვლილი მსაჯის ილია ტუღუშის ოჯახის განცხადებებს ეხმაურებიან. საფეხბურთო კლუბში ჩაწყობილ თამაშებს გამორიცხავენ. რაც შეეხებათ პირებს, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახმა მომხდართან კავშირში დაასახელა, საფეხბურთო კლუბ გურიაში ამბობენ, რომ მათგან ორი - ნუგზარ ჩხაიძე და გიორგი ინაიშვილი კლუბის სტრუქტურაში ნამდვილად მუშაობენ.  

„ჩვენი კლუბის სტრუქტურაში მუშაობენ ნუგზარ ჩხაიძე და გიორგი ინაიშვილი. ახალი დანიშნული სპორტული დირექტორ,ია და ის ირაკლი ბახტაძე, ვიცნობ მაგრამ კლუბში არ არის. ინფორმაციას საიდან რას, ვინ რატომ სთხოვს და როგორ ვერაფერს გეტყვით,“ - განაცხადა „ლანჩხუთის გურიის“ მწვრთნელმა დავით მახარაძემ.

მისივე თქმით, თავად ილია ტუღუშს არ შეეძლო რაიმე სახის მანიპულირება და გავლენის მოხდენა თამაშზე, ამიტომ გაყიდულ თამაშთან დაკავშირებით ვერსია არასწორია.

„ვინ გაყიდა, რა გაყიდა? ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ცუდ დღეში არის ახლა ლანჩხუთის "გურია". გამოვვარდით ეროვნული ლიგიდან და არ ვიცი ახლა ვინ გაყიდა ან გუნდმა ან მსაჯიც... ვერ ვუკავშირებ ამ თამაშს ვერანაირად. ილო რა შუაშია, ილო არ მსაჯობდა და რა ვიცი რა კავშირი ჰქონდა, ილოს როგორ შეეძლო რაღაც მანიპულირება თამაშის, მე ვერ დავუკავშირე ეს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამ თამაშზე გამორიცხულია, რომ ვინმე კავშირში იყო ასეთ რაღაცეებთან,“ - განაცხადა დავით მახარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტზე ოფიციალურად გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა ოჯახი ამბობს, რომ ტუღუში მოკლულია და მკვლელობა ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება. მსაჯის მეუღლის ინფორმაციით, ილია ტუღუშს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სახლში სამმა პირმა მოაკითხა, რომლებიც მას ემუქრებოდნენ და ფულს სთხოვდნენ.

ილო ტუღუში ჩამომხრჩვალი ტყეში გუშინ იპოვეს. საქმეს ფოთის პოლიცია იძიებს, თუმცა სამართალდამცავები არ საუბრობენ, დაიკითხნენ თუ არა ის პირები, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა დაასახელეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები