20 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
რუსულ აგრესიასა და მცოცავ ოკუპაციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ნიუ იორკში ისაუბრა

ქართული დელეგაცია ნიუ იორკში ჰააგის სასამართლო წესდების (რომის სტატუტის) ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მე-16 სესიაში მონაწილეობს.

სესიის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. გოჩა ლორთქიფანიძემ  რუსულ აგრესიაზე, აგვისტოს ომსა და მცოცავ ოკუპაციაზე ისაუბრა.

გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ჩადენილ იქნა ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას, აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთათვის და განაცხადა, რომ ამისთვის საქართველოს სახელმწიფო ჰააგის სასამართლოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ინფორმირება საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, განსაკუთრებით ღირებულია ახლა, როდესაც ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ინტენსიურ ფაზაშია.

დღის ამბები