15 დეკემბერი 2017,   18:12
ვრცლად
U2-მ ბერლინის მეტროში მინიკონცერტი ჩაატარა

ირლანდიურმა როკ ჯგუფმა ბერლინის მეტროში მინიკონცერტი ჩაატარა. U2-ს წევრებმა ახალი ალბომის სარეკლამო კამპანიისთვის გერმანიის დედაქალაქი სპეციალურად შეარჩიეს.

აქცია ერთ-ერთი ხმის ჩამწერი სტუდიის მიერ იყო ორგანიზებული. U2-ს სოლისტი ბონო გიტარისტთან ეჯთან ერთად ოლიმპიას მეტროს სადგურში ჩავიდა. მგზავრებს მათ ცნობილი ჰიტები ჯერ ბაქანზე, შემდეგ კი მატარებლის ვაგონში უმღერეს. 

დღის ამბები