15 დეკემბერი 2017,   18:08
ვრცლად
"პოლიტიკური ანგარიშსწორება" - ახალციხის საკრებულოში 22 თანამშრომელი გაათავისუფლეს

მასობრივი შემცირებები პოლიტიკური ნიშნით ახალციხის საკრებულოში - თანამშრომლები, რომლებიც ახალი წლის წინა დღეებში უსამსახუროდ დარჩნენ, ამბობენ, რომ მათი დათხოვნის გადაწყვეტილება პირადად მერმა მიიღო. გათავისუფლებულები, იმასაც ყვებიან, რომ ე.წ ოპტიმიზაციის შედეგად შტატები არ გაუქმებულა და მხოლოდ მათი ჩანაცვლება მოხდა. მათი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლება "პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო". 

ახალციხის საკრებულოს თანამშრომლობის ბრალდებების მთავარი ადრესატი ახალციხის მერი პოლიტიკურ მოტივებს კატეგორიულად გამორიცხავს. ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ ის საკრებულოს საქმეებში არ ერევა.

ახალციხეში კი ამბობენ, რომ ზაზა მელიქიძეს უთანხმოება აქვს "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატთან, რის გამოც მან სამსახურიდან არა მხოლოდ ოპოზიციის წევრები, არამედ დეპუტატის ახლობლებიც დაითხოვა. შემცირებებს ადასტურებს, თუმცა მერთან კონფლიქტს გამორიცხავს თავად მაჟორიტარი გიორგი კოპაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტიდან დათხოვილი 22 თანამშრომელი კი ბრძოლას სამართლებრივი გზით აპირებენ. მათი უფლებების დასაცავად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იზრუნებს.

დღის ამბები