18 აპრილი 2024,   12:31
ვრცლად
სოციალური მომსახურეობის ორგანიზებით, დასაქმების ერთდღიანი ფორუმი ჩატარდა

სასტუმრო "ბილტმორში" სოციალური მომსახურეობის ორგანიზებით, დასაქმების ერთდღიანი ფორუმი ჩატარდა. ფორუმის მიზანია, დასაქმებული ადამიანების და სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდა.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო საქართველოში მოქმედი კომპანიები და დარეგისტრირებულ პირებს შესაძლებლობა ქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ მათთვის საინტერესო კომპანიებს და შემოთავაზებულ ვაკანსიებს.

“დღეისთვის ჩვენ ბაზაში დარეგისტრირებულია 94 ათასამდე სამუშაოს მაძიებელი, ასევე 400-ზე მეტი დამსაქმებელი. დღეისთვის წარმოდგენილია 60-ზე მეტი დამსაქმებელი, რომლებსაც 1500-ზე მეტი ვაკანსია აქვთ შეთავაზებული. ეს ვაკანსიები არის ძალიან მრავალფეროვანი,“ - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ.

დღის ამბები