20 აპრილი 2024,   10:05
ვრცლად
"ყველაფერს თავისი დრო აქვს" - უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე 

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხს და რადას შენობასთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. ჟურნალისტების მეირ დასმულ შეკითხვას, როდის დააკავებენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სერგეი კნიაზევმა კონკრეტულად ვერ უპასუხა და განაცხადა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

უკრაინის მთავარი პოლიციელი აქციის თემასაც შეეხო და კარვების ქალაქში არსებულ ვითარებას მშვიდი უწოდა.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ გენერალური პროკურატურის უწყება მის დაცვის ქვეშ მყოფს არ მიუღია.

დღის ამბები