19 აპრილი 2024,   08:24
ვრცლად
19 ახალი ავტომობილი დეპუტატებისთვის - პარლამენტმა ავტოპარკის განახლებისთვის 855 ათასი ლარი გამოყო

855 ათასს ლარს პარლამენტი 19 ახალ ავტომობილში გადაიხდის. ტენდერი 2 დღის წინ გამოცხადდა. დეპუტატების 19-ვე მანქანა 2017 წლის მოდელი უნდა იყოს, აუცილებლად ვერცხლისფერი და შავი სალონით.

ვის მოემსახურება მანქანები, რომელსაც პარლამენტი თითოს 45 ათას ლარად შეიძენს, "კურიერის" ინფორმაციით, ავტომობილები დეპუტატებისთვის არის განკუთვნილი.

პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე "რუსთავი 2-ს" უდასტურებს, რომ ავტოპარკის განახლების ერთ-ერთი მოტივი ის დისკომფორტია, რომელსაც პარლამენტის წევრები თბილისიდან ქუთაისში მგზავრობის დროს განიცდიან.

პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, ახალი მანქანების შეძენის შემდეგ ამდენივე ძველი ავტომობილი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცემა და აუქციონზე გაიყიდება.

პარლამენტის არ სჯერა ოპოზიციას. ისინი ამბობენ, თითქმის, მილიონს ჩინოვნიკების მეტი კომფორტისთვის ხარჯავენ.

თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, ავტოპარკის განახლება ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა.

 

დღის ამბები