23 აპრილი 2024,   21:49
ვრცლად
გიგო გაბაშვილის 155 წლის იუბილეს მუზეუმი განსაკუთრებულად ხვდება

გიგო გაბაშვილის 155 წლის იუბილეს მუზეუმი განსაკუთრებულად ხვდება - ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა მისი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების გარდა, პირად ნივთებს, წერილებს და ფოტოებსაც აერთიანებს. ექსპოზიციისთვის ყველა ნამუშევარს რესტავრაცია ჩაუტარდა.

ცნობილმა ქართველმა ხელოვანმა, როგორც ანდერძშია აღნიშნული, საკუთარი შემოქმედება ხალხს მიუძღვნა. მისი სურვილი კი იყო, რომ ნამუშევრების მასპინძელი საგამოფენო სივრცე ხშირად ყოფილიყო.

გიგო გაბაშვილის საიუბილეო ექსპოზიცია 14 დეკემბერს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები