20 აპრილი 2024,   06:15
ვრცლად
“შეურაცხმყოფელია ძალადობრივი სადამსჯელო ნარკოპოლიტიკა"- გლდანის ციხესთან ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახების წევრები გლდანის ციხესთან ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, დაჩქარებულ ვადებში დაამტკიცოს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტმის, ბექა წიქარიშვილის თქმით, საქართველოს ციხეებში 3 ათასამდე პატიმარი უკანონოდ ზის.

“შეურაცხმყოფელია ძალადობრივი სადამსჯელო ნარკოპოლიტიკა. წლებია, პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხია პოლიციური ტერორი, რომელიც ამ პოლიტიკის თანმდევი ბოროტებაა თვალწინ გვინადგურებს და გვიხოცავს მოქალაქეებს. გვახსოვს ლევან აბზიანიძე, გვახსოვს დემურ სტურუა. შეურაცხმყოფელია რადგან წლებია სახელმწიფო გვინგრევს ცხოვრებას, გვძარცვავს, გვაკისრებს კოლოსალური ოდენობის ჯარიმებს, გვამწყვდევს ციხეში და გვართმევს წლებს. მხოლოდ იმიტომ, რომ მოვიხმართ ამა თუ იმ  სუბსტანციებს. დღეს საქართველოს ციხეებში 3 ათასამდე ასეთი პატიმარი იხდის სასჯელს. მომხმარებლები და ნივთიერებებზე დამოკიდებულები, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ხალხი, უსამართლო კანონმდებლობის მსხვერპლნი“ - განაცხადა "თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა.

დღის ამბები